• Geo
  • Eng
14.10.2012
დინამო 3:2 სიმურგი

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ამხანაგური შეხვედრა, აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერთან, ზაქათალის სიმურგთან გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 3:2 სძლია. აღსანიშნავია, რომ 65–ე წუთამდე დინამოელები მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ანგარიში მატჩის დაწყებიდან 20 წუთში ჩისკომ გახსნა – მან ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა. მეორე ნახევრის დებიუტში, 47–ე წუთზე, მეტოქის კარის დალაშქვრა მიკელ ალვარომ მოახერხა. 54–ე წუთზე კი გიორგი სეთურიძემ სოლო–რეიდი განახორციელა და მეკარეს ბურთი ფეხებსშორის გაუტანა – 3:0

65–ე წუთზე და 71–ე წუთზე კი აზერბაიჯანელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს. ჯერ იყო და ჯარიმიდან ბურგჰარტ მარცინმა გაიტანა, შემდეგ კი ნიჯატ გურბანოვმა სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.

დინამოელებმა დღევანდელი შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

ზარქუა (სეფიაშვილი 46’), გველესიანი, რეხვიაშვილი (გლიშიჩი 46’), ძარია, ჯიღაური (ლექვთაძე 60’), კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (გაბაშვილი 78’), ალვარო, ჩისკო (რობერტინიო 46’), ვოსკობოინიკოვი (დვალი 60’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024