• Geo
  • Eng
12.10.2012
დინამოელებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს

პირველი ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ქედის ბეთლემს უმასპინძლეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 9:0 დაამარცხა. მატჩის 19–ე წუთზე ანგარიში ნიკა კვეკვესკირმა გახსნა, რომელმაც 54–ე წუთზე დუბლის გაფორმებაც მოახერხა. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა ბუბა რუხაძემაც, მან თავის გამოჩენა 18–ე და 23–ე წუთებზე მოახერხა. თითო გოლი გაიტანეს ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა, კოტე გაბაშვილმა, ვაჟა მათიაშვილმა და გიორგი პაპავამაც. ერთი ბურთი კი სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, საკუთარ კარში ჩაჭრა.

დინამო–2 9:0 ბეთლემი

გოლები: 1:0 კვეკვესკირი 15’

2:0 რუხაძე 18’

3:0 რუხაძე 23’

4:0 მათიაშვილი 26’

5:0 კვეკვესკირი 54’

6:0 ბარამიძე (ავტოგოლი) 58’

7:0 გაბაშვილი 66’

8:0 ჭეჭელაშვილი 73’

9:0 პაპავა 90’

დინამო–2: ტყეშელაშვილი, ტვილდიანი, გაგნიძე, გურეშიძე, კაკულია, კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 59’), პაპავა, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი (გაბაშვილი 46’) რუხაძე, მათიაშვილი (ზივზივაძე 66’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024