• Geo
  • Eng
11.10.2012
ჩვენი მეტოქე – სიმურგი

სანაკრებო თამაშებით, ჩემპიონატში გამოწვეული პაუზის დროს დინამო თბილისი მიმდინარე სეზონში ამხანაგურად კიდევ ერთ აზერბაიჯანულ გუნდს გაეჯიბრება. ამჯერად ჩვენი მეტოქე პრემიერ ლიგის ლიდერი – სიმურგი იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტსაც ქართველი სპეციალისტი, გიორგი ჩიხრაძე იკავებს. 2005 წელს შექმნილმა სიმურგმა სადებიუტო სეზონშივე მოახერხა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში აღზევება. ზაქათალის გუნდმა საუკეთესო შედეგი 2008/2009 წლების სეზონში აჩვენა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.  გასულ სეზონში აზერბაიჯანული გუნდი ელიტარული ლიგიდან გავარდნას გადაურჩა, წელს კი ჩემპიონობის ერთ–ერთი პრეტენდენტია. გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილ გუნდს, რომლის რიგებშიც რვა ლეგიონერია, ბოლო 15 ოფიციალური შეხვედრიდან არცერთი არ წაუგია.

დინამოსა და სიმურგის ამხანაგური შეხვედრა სავარაუდოდ 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე  დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024