ჩვენი გუნდის ესპანელი ლეგიონერი, კარლეს კოტო მამა გახდა. დინამოს შემტევ ნახევარმცველს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ლეო დაარქვეს.
ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ბავშვიც და სანდრაც თავს კარგად გრძნობენ. ბედნიერები ვართ, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ – აღნიშნა კარლესმა.
დინამოელები ვულოცავთ კარლეს ვაჟიშვილის შეძენას. ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ ახალშობილს.