• Geo
  • Eng
16.10.2012
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დანიის გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი ჯვაროსანთა ნაკრები მეტოქესთან ორბურთიანი სხვაობით - 0:2 დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში, ოთხი დინამოელი - არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი და 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი ვიხილეთ. მეორე ტაიმის განახლებისთანავე ალექსანდრე ჩივაძემ ცვლილება განახორციელა და მოედანი ლაშა პარუნაშვილმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო, იძულებითი პაუზის შემდეგ, ნაკრებს დავით ხოჭოლავა დაუბრუნდა, რომელმაც მეორე ნახევარი სრულად ითამაშა. 83-ე წუთზე კი დინამოელი გიორგი პაპავა თანაკლუბელმა, გიორგი გაგნიძემ შეცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024