პირველი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრა დინამოელებმა შატილზე, სტუ–ს წინააღმდეგ გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე სოლიდური ანგარიშით – 7:1 დაამარცხა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით ლაშა პარუნაშვილი, ვაჟა მათიაშვილი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, ბუბა რუხაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი და ბუდუ ზივზივაძე გამოირჩნენ.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
ტყეშელაშვილი, კაკულია (ხიზანეიშვილი 65’), გაგნიძე, გურეშიძე, საბაძე, ჭეჭელაშვილი (სარიშვილი 46’), პაპავა, პარუნაშვილი, რუხაძე, გაბაშვილი (ზივზივაძე 65’), მათიაშვილი
გაფრთხილება: გურეშიძე