მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპით გაოწვეული სანაკრებო პაუზის შემდეგ უმაღლესი ლიგის გათამაშება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. დინამოელები მორიგი, რიგით მეათე ტურის შეხვედრას სტუმრად, მარტვილის მერანთა გამართავენ.
ეროვნული ასპარეზზე ჩვენი გუნდი მარტვილის მერეანს ოთხჯერ შეხვედრა. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ორი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი, ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ – 8:6 არის.
რვა ქულა და რვა საფეხური – დინამოსა და მარტვილის მერანს შორის მეათე ტურის წინ სატურნორო ცხრილში არსებული სხვაობა ასეთია. ხვალინდელ შეხვედრაში დინამოელები არსებული სხვაობის გაზრდასა და პირველი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ, მარტვილის მერანი კი თავის მხრივ ქულათა რაოდენობის გაზრდასა და მეორე ეტაპზე გამსვლელ ექვსეულთან მიახლოებას შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ სანაკრებო პაუზამდე გამართული უკანასკნელი მატჩი მარტვილის მერენმა სტუმრად, ფოთის კოლხეთს მოუგო და დინამელებთან შეხვედრისთვის მზადებას კარგ განწყობაზე შეუდგნენ. დინამოელებმა კი სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ტონუსის შესანარცუნებლად აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერთან, ზაქათალის სიმურგთან ისპარინგეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეზობელი ქვეყნის ერთ–ერთი გამორჩეული გუნდი მინიმალური ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამოელები უახლოეს მდევარს ერთი ქულით ასწრებენ და ლიდერობის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებათ. მარტვილის მერანი კი გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგის განმეორებასა და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდებისთვის ლიდერებთან მოპოვებულ თითო ქულასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ინტერესესს იწვევს მარტვილის მერანის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრტნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი მერანი პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
შეროზია – ქარქუზაშვილი, იობაშვილი, მჭედლიშვილი, ჟვანია – დიდავა, ნოზაძე, ტორონჯაძე, ამბროლაძე – რეხვიაშვილი, ლომია