დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა რომან ფიფიამ ჩვენი გუნდის ლეგენდებს და ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლა. სტუმრებმა მოდერნიზირებული კლუბის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საფეხბურთო აკადემია მოინახულეს. ვეტერანი დინამოელები ნანახით მოხიბლულნი დარჩნენ. მიღებას დიღმის ბაზაზე დინამოს მწვრთნელები და ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ.