• Geo
  • Eng
17.10.2012
მერანი vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 20 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურში, დინამო თბილისი მარტვილში, ადგილობრივ მერანს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 საათზე მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია გააჩნია. გუნდები სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ოთხი შეხვედრიდან ორი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი. ბურთების შეფარდება 8/6 თბილისელთა სასარგებლოდ. პირველი შეხვედრა თბილისში, შარშან 25 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ბაზაზე გაიმართა. მეშვიდე ტურის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის 43– ე წუთზე გატანილ გოლს, ოდიკაძემ 50– ე წუთზე კიდევ ერთი მიამატა. 69–ე წუთზე კი რეხვიაშვილმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი. მეორე შეხვედრაში კი მერანმა ჩვენი გუნდი ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა. 18 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა– იაგუემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში იობაშვილის და ტაპეს გოლები მოჰყვა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მესამე შეხვედრა, რომელიც 16 მარტს დინამო არენაზე გაიმართა ფრედ 2–2 დასრულდა. მეტად თვალსასეირო შეხვედრაში ჩისკოს და კოშკაძის გოლებს, სტუმრებმა– ჟვანიას და ჩალაძის გოლებით უპასუხეს. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის მარტვილში, 28 აპრილს შედგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა. გოლების გატანა ალვარომ, კვეკვესკირმა და ძარიამ მოახერხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024