სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. მეათე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ სამი დინამოელი – მიკელ ალვარო, გიორგი მერებაშვილი და ჩისკო შეიყვანა, ტურის მწვრთნელად კი დინამოს თავკაცი – დუშან უჰრინი დასახელდა. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრები მიკელ ალვარო და ჯაბა დვალი გახდნენ. ტურის ფეხბურთელად კი ასევე დინამოელი – მიკელ ალვარო მოგვევლინა.