• Geo
  • Eng
21.10.2012
დუბლებმა პირველობა დაიბრუნეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეათე ტურის შეხვედრა დინამოელებმა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. ალექსანდრე რეხვიაშვილმა საჯარიმო დარტყმა ოსტატურად შეასრულა და საკუთარი გუნდი მეხუთე წუთზე დააწინაურა. შეხვედრის 57–ე და 58–ე წუთებზე კი ვანო წილოსანმა მეტოქის კარის აღება ორჯერ მოახერხა და მატჩის საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, სარიშვილი, სამხარაძე, ხიზანეიშვილი, კიტოვანი, მელიქიძე (ჭიჭაღუა 70’), რეხვიაშვილი (მაჭავარიანი 46’), პაპუნაშვილი (მურცხვალაძე 46’). კვარაცხელია, წილოსანი (ნიკურაძე 77’)

გაფრთხილება: სარიშვილი, კვარაცხელია

ამ გამარჯვების შედეგად დინამოელებმა 25 ქულა მოიპოვეს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგნენ სათავეში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024