უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას დინამოელები შინ, ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ. დღეს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა პრინციპული შეხვედრის წინ ფეხბურთელები დინამო არენაზე ავარჯიშა. წვრთნაში მონაწილეობა 23 ფეხბურთელმა მიიღო. საღამოს გამართული ვარჯიში ორკარათი დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრას კონტრაქტის პირობების თანახმად, ჯაბა დვალი გამოტოვებს.