პირველი ლიგის მეათე ტურის შეხვედრა დინამოელებმა დიღმის ბაზაზე, ტყიბულის მეშახტესთან გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს 6:0 მოუგო. ჩვენი გუნდის რიგებიდან გატანილი თითო გოლით ლაშა პარუნაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, ბუბა რუხაძე გამოირჩნენ – ბუდუ ზივზივაძემ კი ჰეთთრიქის შესრულება მოახერხა.
დინამო: სეფიაშვილი, კაკულია, ხოჭოლავა (გურეშიძე), გაგნიძე, მანაგაძე, პაპავა, ჭეჭელაშვილი (სარიშვილი), პარუნაშვილი, რუხაძე, ზივზივაძე, გაბაშვილი (ფოცხვერია)