უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრა დინამომ საკუთარ მოედანზე, ზესტაფონის წინააღმდეგ გამართა. დინამო არენაზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით მიკელ ალვარო და ჩისკო გამოირჩნენ.
დინამო: ლორია , ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (გლიშიჩი 90’), მიკელ ალვარო, ჩისკო (ჯიღაური 87’), ვოსკობოინიკოვი (რობერტინიო 82’)
ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, თედორე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, კობახიძე, იელიჩი (ბაბუნაშვილი 69’), შარიქაძე (გორგიაშვილი 85’), მილხრაუმი, თორნიკე გრიგალაშვილი აფციაური, წინამძღვიშვილი (დემელი 58’)
დღევანდელი მოგებით დინამოელებმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულეს.