დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზას შოტლანდიის 17–წლამდელთა ნაკრები ეწვია და შესარჩევი ეტაპისთვის სამზადისს შეუდგა. 30 ოქტომბერს შოტლანდიელები პირველ შეხვედრას ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საკვალიფიკაციო თამაშები თბილისში გაიმართება. მეცამეტე ჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საქართველოს, შოტლანდიის ლუქსემბურგისა და უკრაინის ნაკრები გუნდები ორი გამსვლელი საგზურისთვის იბრძოლებენ.