დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოს აკადემიის ასაკობრივმა გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. თავდაპირველად დინამოს U15 გუნდი საჩხერელ თანატოლებს დაუპირისპირდა. ვალერი გაგუას გაწვრთნილმა დინამოელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 9:0
მოგვიანებით საქმეში ჩვენი აკადემიის U17 გუნდიც ვიხილეთ. მათი მეტოქეც საჩხერელი თანატოლები იყვნენ. გიორგი ხიზანიშვილის შეგირდებმა მეტოქეს 6:1 სძლიეს.
დღის ბოლო შეხვედრა კი დინამოს აკადემიის U12 გუნდმა გამართა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ კაკაშვილი არის. უმცროსმა დინამოელებმა საბურთალოს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს.