• Geo
  • Eng
26.10.2012
დინამოელები 19–წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდი ხორვატიაში, მასპინძელ თანატოლებთან ორბურთიანი სხვაობით – 0:2 დამარცხდა. მატჩის 72–ე წუთზე თამაშში დინამოელი ვაჟა მათიაშვილი ჩაერთო, 83–ე წუთზე კი მოედანზე ასევე ჩვენი გუნდის წევრი, საბა ლობჟანიძე გამოვიდა. კიდევ ერთი დინამოელი, ოთარ კაკაბაძე კი შეხვედრის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024