• Geo
  • Eng
29.10.2012
31 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

31 ოქტომბერს ოთხშაბათს, დინამო თბილისი საკუთარ არენაზე რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

31 ოქტომბერს თბილისელებს ეროვნულ ასპარეზზე სამი შეხვედრა აქვთ გამართული. 1995 წელს დინამომ ლანჩხუთში ადგილობრივი გურია დიდი ანგარიშით 3–0 დაამარცხა. გოგიჩაიშვილმა ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, ერთი გოლი კი იაშვილის ანგარიშზეა. 1998 წელს მტკვრისპირელებმა რიონისპირელებს უმასპინძლეს და აშვეთიას გოლით 1–0 აჯობეს ტორპედოს. 2010 წელს ჩვენი გუნდისა და რუსთავის ოლიმპის შეხვედრა ფრედ 1–1 დასრულდა. გოლი თბილისელთაგან ლექვთაძემ გაიტანა.

სსრკ– ს პირველობაზე 31 ოქტომბერს დინამომ შვიდი მატჩი გამართა. აქედან ოთხში თბილისელებმა იმარჯვეს, ხოლო სამში მეტოქემ. ბურთების ბალანსია 11/9 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1959 წელს დინამომ კუიბიშევში კრილია სოვეტოვს 2–1 აჯობა. თავის გამოჩენა კალოევმა და ზეინკლიშვილმა მოახერხეს. 1963 წელს მოსკოვში სეხნიებმა დაამარცხეს ჩვენი გუნდი 0–2. 1965 წელს მიშა მესხის გოლით ოდესის სკა 1–0 დავამარცხეთ. 1980 წელს მტკვრისპირელები ლენინგრადში ზენიტთან 2–3 დამარცხდნენ. გოლების გატანა ჩივაძემ და შენგელიამ მოახერხეს. მომდევნო ცელს ასევე დავმარცხდით. მოსკოვში ცსკა– მ 1–0 გვაჯობა. 1987 წელს დინამოს სტადიონზე შენგელიამ ჰეთ–თრიქი შეასრულა და ხარკოვის მეტალისტს 3–1 მოვუგეთ. ასევე 3–1 იმარჯვა ჩვენმა გუნდმა მომდევნო სეზონში. გოგიჩაიშვილისა (ორი) და ფანცულაიას გოლებით დინამომ ალმა–ათის კაირათი დაამარცხა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024