• Geo
  • Eng
28.10.2012
დინამოელები დუბლშემადგენლობათა გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ

დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთერთმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე მყოფ ზესტაფონს დაუპირისპირდა. ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, 15–ე წუთზე გოლი ზესტაფონელმა სარდალიშვილი გაიტანა. გაშვებული ბურთის შემდეგ დინამოელებმა მეტოქის კართან იერიშებს უმატეს. 18–ე წუთზე ვანო წილოსანის დარტყმული მოიგერია სტუმართა მეკარემ, 27–ე წუთზე კი ლექვთაძე–ფოცხვერიას კომბინაცია ამ უკანასკნელის კარში დარტყმით დასრულდა, რომელსაც კუთხური მოჰყვა. 32–ე წუთზე კი დინამოელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. თბილისელმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს, ვანო წილოსანმა ირაკლი ლექვთაძე გადააწოდა, რომელმაც მეკარისა და მცველის მოტყუება მოახერხა და ოსტატური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1

შეხვედრის მეორე ნახევარიც დინამოელთა კარნახით წარიმართა. 47–ე და 49–ე წუთებზე ჯერ რეხვიაშვილს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, შემდეგ კი ლექვთაძეს. 61–ე წუთზე ვანო წილოსანმა ვერ მოახერხა გატანა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ნიკა კვეკვესკირმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და მატჩის საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:1 და დინამოელებმა უახლოეს მდევარს 4 ქულით გაასწრეს.

დინამო 2:1 ზესტაფონი

დინამო: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, ხოჭოლავა, ხიზანეიშვილი, კიტოვანი, სამხარაძე (ნიკვაშვილი 86’), რეხვიაშვილი, ფოცხვერია მაჭავარიანი 78’), წილოსანი, ლექვთაძე

ზესტაფონი: მეშველიანი, რობაქიძე, გაგოშიძე, ბენაშვილი, კიკნაველიძე, შალამბერიძე, გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი (კიკნაძე 65’), სარდალიშვილი, შინდაგორიძე, კვერნაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024