საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სერბ თანატოლებს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი ფრედ – 4:4 დასრულდა. მოზარდ ჯვაროსანთა ნაკრებში გამოძახებულ დინამოელთაგან სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ოთარ კაკაბაძემ, სანდრო გურეშიძემ და ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ითამაშა, ხოლო კიდევ დინამოელს – ტარიელ ხაინდრავას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში დინამოლმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.