დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრე და შეჯამებაც შესაძლებელია. ცხრილს თავადაც ხედავთ და ბომბარდირთა სიაც მოყვანილია. მსოფლიო სპორტი ამჯერად გთავაზობთ საკუთარ ვერსიას წრის საუკეთესო ფეხბურთელზე, მწვრთნელზე, ახალგაზრდაზე, საუკეთესო გოლის ავტორზე... ამასთან, გამორჩეულ ამბებზეც გავამახვილებთ ყურადღებას.
საუკეთესო ფეხბურთელი: მიკელ ალვარო (“დინამო” თბილისი).
საუკეთესოს ამორჩევა გაგვიჭირდა, თუმცა აქ ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ მიკელ ალვარომ 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა – ცენტრალური ნახევარმცველისთვის შესაშური შედეგიანობაა. მშვენიერი იყო მისი გოლი ქუთაისის “ტორპედოს” კარში, როცა კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მიგინეიშვილს შორიდან ტექნიკურად გადაუგდო თავზე. თანაც, ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა. თბილისის “დინამოს” 29 წლის ესპანელმა ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა.
საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი დარასელია (“დილა”).
დარასელიას ხელმძღვანელობით “დილამ” 7 მატჩში 21 ქულა დააგროვა... აქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. “დილას” საწყის 4 ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა და ბოლო ადგილზე იყო, ხოლო როცა გუნდში დარასელია მოიყვანეს და დაიწყო სერია, რომელიც გრძელდება – მოგებას მოგება ემატებოდა.
დალაგებული დაცვა და მეტოქის ნახევარზე პრესინგი – ეს დარასელიას გუნდის ყველაზე ძლიერი იარაღებია. ახალი მწვღთნელის თავკაცობით, გორელებს ზედიზედ 6 მატჩში გოლი არ ჰქონდათ გაშვებული და მხოლოდ წრის ბოლო ტურში, “მერანისგან” პენალტი მიიღეს.
სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ომარ მიგინეიშვილი (“ტორპედო”);
მცველები: დავით ოდიკაძე (“ჩიხურა”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გულვერდ თომაშვილი (“დილა”), დავით კვირკველია (“დილა”);
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), მიკელ ალვარო (“დინამო” თბილისი), გიორგი კახელიშვილი (“დილა”);
თავდამსხმელები: ჩისკო (“დინამო” თბილისი), ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”).
საუკეთესო ახალგაზრდა: ნიკა საბანაძე (“ტორპედო”).
საბანაძის პროგრესი აშკარაა. ის სიმბოლურ ნაკრებშიც შევიყვანეთ. “ტორპედოს” 21 წლის ფორვარდმა 7 გოლი გაიტანა და ქუთაისური გუნდის თავდასხმა დღეს მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.
საუკეთესო გოლის ავტორი: გივი კვარაცხელია (22 სექტემბერი, “დინამო”-“ვიტ ჯორჯია” 5:0).
კვარაცხელიამ მატჩის 78-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მკერდზე მიიღო ბურთი და მშვენიერი მაკრატელათი გაიტანა. მით უმეტეს, მცველისგან დასაფასებელია ასეთი გოლი.
http://www.youtube.com/watch?v=Aji16ImoSCI (იხილეთ 1:17-დან)
გოლგაუშვებელი სერია: მარინ სკენდერი (“დილა”, 669 წუთი)
ამ სეზონის რეკორდი “დილას” ხორვატ მეკარე მარინ სკენდერს ეკუთვნის. სკენდერმა ზედიზედ 7 მატჩში ჩაატარა “მშრალად” და მერვეში, 39-ე წუთზე პენალტი გაუშვა – “მერანის” ნახევარმცველმა გივი დიდავამ გაუტანა.
აბსოლუტური რეკორდი კი ზვიად სტურუას ეკუთვნის. მან 2005 წელს, თბილისის “ლოკომოტივში” თამაშისას 11 მატჩი ჩაატარა გოლის გაუშვებლად და მე-12 შეხვედრის 82-ე წუთზე გაუშვა გოლი. 1072 წუთი “მშრალად”!
საინტერესო ფაქტები
ყველაზე ასაკოვანი: ამირან მუჯირი (“დინამო” ბათუმი).
38 წლისაა ამირან მუჯირი. მან ამ სეზონში 8 მატჩი ჩაატარა (აქედან 6 - შეცვლაზე) და ერთი გოლი გაიტანა. მუჯირი ბათუმის “დინამოს” ბევრ ფეხბურთელს ასაკით მამად ეკუთვნის – ვის, ვის და ბათუმელთა ახალგაზრდა მოთამაშეებს ნამდვილად სჭირდებათ მუჯირის დარი გამოცდილი პარტნიორი.
მუჯირი ის ფეხბურთელია, რომელიც 90-იანი წლების შუაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ბათუმის “დინამოში”, როცა ზღვისპირელები ევროტურნირებზე გადიოდნენ და თავსაც არ ირცხვენდნენ. გავიხსენოთ ფილიპ კოკუს, ბუდევეინ ზენდენისა და ლუკ ნილისის მძლავრი პსვ, რომელთანაც ბათუმელებმა შინ 1:1 ითამაშეს თასების თასზე. იმ შეხვედრაში ანგარიში სწორედ მუჯირის გოლით გაიხსნა.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ილია კერძევაძე (“ზესტაფონი’).
ის ჯერ 16 წლისაა. ბოლო 10 წუთი ითამაშა ბოლნისის “სიონთან” გასვლით შეხვედრაში. ილია გახლავთ აწ გარდაცვლილი როინ კერძევაძის ვაჟი. როინ კერძევაძე საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე კარგი ფეხბურთელი გახლდათ. ის 2010 წელს გარდაიცვალა.
ზოგად სტატისტიკაზე:
66 მატჩში 162 გოლი გავიდა – საშუალოდ ერთ თამაშში 2,45. ამ 162 გოლიდან 13 პენალტით გავიდა.
ჰეთ-თრიქები (2): ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი-“კოლხეთი” 5:0), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი-“მერანი” 4:0);
66 მატჩიდან 12-ში დიდი ანგარიში დაფიქსირდა. აქედან 5-ჯერ თბილისის “დინამომ” მოიგო. 24 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ყველაზე შედეგიანი მატჩი: “დინამო” თბილისი-“სიონი” 7:2.
1. |
დინამო (თბ) |
11 |
8 |
2 |
1 |
31:8 |
26 |
|
2. |
ტორპედო |
11 |
8 |
1 |
2 |
26:8 |
25 |
|
3. |
დილა |
11 |
7 |
1 |
3 |
18:8 |
22 |
|
4. |
ჩიხურა |
11 |
6 |
2 |
3 |
15:11 |
20 |
|
5. |
ზესტაფონი |
11 |
5 |
2 |
4 |
12:8 |
17 |
|
6. |
ზუგდიდი |
11 |
4 |
5 |
2 |
12:8 |
17 |
|
7. |
მეტალურგი |
11 |
5 |
0 |
6 |
8:14 |
15 |
|
8. |
ვიტ ჯორჯია |
11 |
4 |
2 |
5 |
10:14 |
14 |
|
9. |
მერანი |
11 |
4 |
0 |
7 |
7:20 |
12 |
|
10. |
დინამო (ბთ) |
11 |
2 |
2 |
7 |
10:21 |
8 |
|
11. |
სიონი |
11 |
1 |
4 |
6 |
9:20 |
7 |
|
12. |
კოლხეთი |
11 |
0 |
3 |
8 |
4:22 |
3 |
|
ბომბარდირები:
8 – ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
7 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალვარო (“დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ჩისკო (2 პენ, “დინამო” თბილისი)
5 - რევაზ ჯიქია (“სიონი”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია”)
4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით ოდიკაძე (2, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”)
3 – დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - “მეტალურგი”), გიორგი კუხიანიძე (1), ლევან ხმალაძე (ორივე - “დინამო” თბილისი), საბა ლომია (“მერანი”), რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე - “ტორპედო”), ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”)
2 – შოთა ბაბუნაშვილი (“ზესტაფონი”), ლევან კუტალია (1), შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ყველა - “ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, გაგა ჩხეტიანი (ორივე - “ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (ორივე - “მეტალურგი”) ირაკლი მოდებაძე, რომან ახალკაცი, გიორგი კახელიშვილი, ჟუნიორი, სანდრო გურული (1, ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, პატრიკ მილხრაუმი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ლევან შარიქაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, გივი დიდავა (ყველა - “მერანი” მარტვილი), რობერტინიო, გიორგი კვარაცხელია, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (ყველა - “დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი, თორნიკე ბერიძე, ალექსანდრ ტიმჩიშინი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ბესო დეკანოიძე, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა გაბრიჩიძე, გურამ გურეშიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), პავლე დათუნაიშვილი, გიორგი გაბედავა, დაჩი ფოფხაძე (ყველა - “ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ირაკლი კლიმიაშვილი, გულვერდ თომაშვილი (ყველა - “დილა”), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”)
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/