• Geo
  • Eng
30.10.2012
დინამოელები მეთერთმეტე ტურის სიმბოლურში

სპორტული გამოცემები ლელო  და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. მეთერთმეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი – მიკელ ალვარო და ჩისკო შეიყვანა, ტურის მწვრთნელად კი ჩვენი გუნდის თავკაცი, დუშან უჰრინი დასახელდა. ოლიმპის ვერსიითაც ტურის თერთმეტეულის წევრები მიკელ ალვარო და ჩისკო გახდნენ. ოლიმპის ვერსიითაც ტურის საუკეთესო მწვრთნელად დუშან უჰრინი დასახელდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024