• Geo
  • Eng
31.10.2012
მწვრთნელები დინამო – მეტალურგს აფასებენ

დინამო 3:0 მეტალურგის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი – ვიცოდით, რა დონის მეტოქესთან გვიწევდა თამაში. შეხვედრის დაწყებამდე ტურის სხვა ყველა ანგარიში გავიგეთ და მიზნად პირველივე წუთებიდან გოლის გატანა დავისახეთ. ძალიან გვსურდა გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ჩისკო და გიორგი ლორია გვყავდა, რომელთაც მცირედი ტრავმების მიუხედავად ძალიან კარგი თამაში ჩაატარეს. კმაყოფილი ვარ გატანილი გოლების რაოდენობითაც, ვინაიდან ამ კომპონენტში ნაჩვენებმა კარგმა რეზულტატმა სეზონის ბოლოს შესაძლოა დიდი დახმარება გაგვიწიოს.

 

გიორგი ყიფიანი - პირველ რიგში, დინამოს მორიგ დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ. დღეს ჩვენმა მეტოქემ  უკეთესად ითამაშა და ყველა სათამაშო კომპონენტში გვაჯობა. რაც შეეხება ჩემი ფეხბურთელების გამოსვლას, მათგან უფრო მეტს მოველოდი. დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. იმედი მაქვს მოკლე დროში ხარვეზების გამოსწორებს მოვახერხებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024