უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრა, რომელიც დინამოელებმა მეტალურგის წინააღმდეგ გამართეს, ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. დინამოს შემადგენლობიდან გოლები ჯაბა დვალმა და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს. გიორგი მერებაშვილის დარტყმული ბურთი კი ალექსანდრე ინწკირველმა საკუთარ კარში ჩაჭრა. დღევანდელი ტურის შემდეგ, დუშან უჰრინის შეგირდებმა 29 ქულა მოაგროვეს და უახლოეს მდევართ 4 ქულით გაასწრეს.
დინამო 3:0 მეტალურგი
გოლები: 1:0 დვალი 25’
2:0 ინწკირველი (ავტოგოლი) 68’
3:0 კვარაცხელია 87’
დინამო: ლორია, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ჯიღაური (გლიშიჩი 86’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (რობერტინიო 80’), მიკელ ალვარო, ჩისკო (კვეკვესკირი 72’), დვალი
მეტალურგი: ბათიაშვილი, ჯაფარიძე, ინწკირველი, მახვილაძე, მაისურაძე, რაზმაძე, სუხიაშვილი (ხაბელაშვილი 74’), გეწაძე, გიორგი ქავთარაძე (მიქაბერიძე 56’), სიხარულიძე (ტატანაშვილი 68’), გავაშელიშვილი
გაფრთხილება: რეხვიაშვილი, მერებაშვილი – რაზმაძე, გეწაძე, მახვილაძე