• Geo
  • Eng
03.11.2012
ჩვენი მეტოქე – ტორპედო

ურისა და ჩემპიონატის გამორჩეული შეხვედრა. ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამო – ტორპედო ხვალ, ქუთაისში შედგება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

რი უშუალო კონკურენტი – დინამო და ტორპედო. თბილისელმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის პირველი წრის მეორე ტურის შეხვედრაში, ტორპედოს დამარცხება მეტად მძიმე და დრამატულ მატჩში მოახერხეს. მიმდინარე სეზონის პირველი, დედაქალაქური კლასიკო დინამოს გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.

თული და დაძაბული შეხვედრის წინ თვალი გადავავლოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას. ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და ტორპედოს ერთმანეთთან 52–ჯერ უთამაშიათ. სტატისტიკურად დინამოელები მეტოქის დამარცხებას უფრო ხშირად ახერხებენ – 25 მოგება, 12 ფრე და 15 მარცხი, ბურთების შეფარდება რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 87:51 არის.

ირველი წრის შეხვედრისგან განსხვავებით, ხვალინდელ მატჩს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი დინამო, უახლოეს მდევართან ოთხქულიანი უპირატესობის გაზრდისთვის იბრძოლებს, თავის მხრივ საკუთარ კედლებში მოასპარეზე ტორპედო იოლად არაფერს დათმობს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდება.

როვნულ ჩემპიონატში ბოლო ქუთაისური გამარჯვება დინამომ ხუთი წლის წინ, 2007 წლის 17 მარტს იზეიმა, როდესაც დინამოელებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. მას შემდეგ ქუთაისში გამართული ოთხი მატჩიდან სამი ფრედ დასრულდა, ერთიც კი ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. ხვალ კი დუშან უჰრინის შეგირდები ბოლო წლებში არსებული უსიამოვნო სერიის შეწყვეტას შეეცდებიან.

ინამო ხვალინდელ შეხვედრას, მეტოქისგან განსხვავებით, კარგ განწყობაზე ხვდება. დედაქალაქში ორი პრინციპული ბრძოლა და ორი გამარჯვება. დინამომ მიყოლებით ჩემპიონატის ორი მოწინავე გუნდი, რუსთავის მეტალურგი და ზესტაფონი დაამარცხა. უკანასკნელი ტურის შეხვედრა კი ტორპედომ სტუმრად, ზუგდიდთან გამართა და 1:2 წააგო.

თხი დღით ადრე, ქართული კლასიკოს წინ, ქუთაისელთა მთავარმა ფორვარდმა, ნიკა საბანაძემ ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და ხვალინდელ შეხვედრას დააკლდება. ეს ყოველივე გია გეგუჩაძის სათამაშო სქემაში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს. ინტერესს იწვევს მეტალურგის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი ტორპედო პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

მიგინეიშვილი, გურული, რიგვავა, კვახაძე, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი, დოლიძე, გრიგალაშვილი, კუხიანიძე, ბერიაშვილი, ფანცულაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024