პირველი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, გაგრასთან გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით – 3:2 იმარჯვა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან გატანილი გოლებით ბუდუ ზივზივაძე და ლაშა პარუნაშვილი გამოირჩნენ, ამ უკანასკნელმა დუბლის შესრულება მოახერხა.
დინამო–2: სეფიაშვილი, ხოჭოლავა, კაკულია, გველესიანი (გაგნიძე 46’), ტვილდიანი, პაპავა, ჭეჭელაშვილი, პარუნაშვილი (გაბაშვილი 70’), რუხაძე (მანაგაძე 90’), ლექვთაძე, ზივზივაძე