სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. XII ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ოთხი დინამოელი – მიკელ ალვარო, გივი კვარაცხელია, ჯაბა დვალი და ჩისკო მუნიოსი შეიყვანა, ტურის მწვრთნელად კი დინამოს თავკაცი – დუშან უჰრინი დასახელდა. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრები ჩისკო მუნიოსი და გივი კვარაცხელია გახდნენ. ტურის მწვრთნელად კი დინამოს თავკაცი – დუშან უჰრინი დასახელდა.