53 წლის ასაკში ჩვენი გუნდის ვეტერანი ფეხბურთელი ენუქი თევზაძე გარდაიცვალა. ენუქი თევზაძე დინამოს ღირსებას 3 სეზონის მანძილზე- 1984, 1985 და 1988 წლებში იცავდა. დინამოელები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.