დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეცამეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა ქუთაისში, ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. დინამოელთაგან ერთადერთი გოლი რეხვიაშვილმა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ხაინდრავა, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გურეშიძე (კიტოვანი 42'), ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, სამხარაძე, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი (მაჭავარიანი 76'), მათიაშვილი (მაკასარაშვილი 86'), წილოსანი
გაფრთხილება: გურეშიძე, სამხარაძე, პაპუნაშვილი, ხიზანეიშვილი