დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი - მეტოქის შეუფასებლობის გამო, სამწუხაროდ შეხვედრის დასაწყისში ვაგებდით. ძალიან ცუდად დავიწყეთ და დასანანი ბურთები მივიღეთ მატჩის მეორე ტაიმშიც. ყველაფრის მიუხედავად კარგია, რომ მატჩი მოვიგეთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დავრჩით.
გია გურული - მატჩი დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ნახევარი. მეტოქეს მორიგ დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ. რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს – ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ჩვენმა მოთამაშებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს – ცუდი თამაში არ ყოფილა.