პირველი ლიგის XIII ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ხონის იმერეთის წინააღმდეგ გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილი გუნდი შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ აგებდა, თუმცა დინამოელებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს - 2:2. ბუბა რუხაძემ მატჩის 53-ე და 73-ე წუთებზე დუბლის შესრულება შესძლო.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
სეფიაშვილი, კაკულია, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გაგნიძე 46’), საბაძე, ჭეჭელაშვილი, მუმლაძე (პაპუნაშვილი 46’), რუხაძე, ფოცხვერია, გაბაშვილი, ზივზივაძე (მათიაშვილი 61’)