• Geo
  • Eng
13.11.2012
დინამო ვეტერან ფეხბურთელებს სიცოცხლის ბოლომდე დაეხმარება

დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, კლუბი ფინანსურად დაეხმარება იმ 33 ვეტერანს, რომლებმაც დინამოს წარმატებებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ესენი არიან თასების მფლობელთა თასის მფლობელები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები და ოლიმპიური ჩემპიონი. ვეტერანი ფეხბურთელები სიცოცხლის ბოლომდე დინამოსგან ყოველთვიურად 250-250  ლარს მიიღებენ. დინამოელ ვეტერანებს ვიპ-ლოჟის სახელობითი მოსაწვევებიც გადაეცათ.

ვაჟა ჟვანია (ვეტერანთა კავშირისა და ვეტერანთა დაცვის ფონდის თავმჯდომარე)-  დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დინამოს ხელმძღვანელობას, პირადად ბატონ რომან ფიფიას. დინამოს მხრიდან ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. მსგავსი სახის დაფასება პირველი და სამაგალითოა. ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაინახავენ, რომ მათი წვლილი დინამოს წარმატებებში მომავალშიც დაფასდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024