სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. XIV ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი – ჯაბა დვალი და ჩისკო მუნიოსი შეიყვანა. ოლიმპის ვერსიით ტურის საუკეთესო გუნდის წევრები ჯაბა დვალი და ჩისკო მუნიოსი გახდნენ.