დინამო არენაზე გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, კომენტარის გაკეთება ჩვენი გუნდის ფორვარდს, ჯაბა დვალს ვთხოვეთ.
ჯაბა დვალი – პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საჭირო თამაში მოვიგეთ, მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ. მიუხედავად გამარჯვებისა დასანანია, რომ საკუთარ კარში სამი ბურთი მივიღეთ – მითუმეტეს გათამაშების აუტსაიდერისგან. ერთი შეხედვით იოლი მატჩი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო წუთამდე ნერვიულობა მოგვიწია. სამომავლოდ ვეცდებით, რომ ის შეცდომები, რომელიც დღეს დავუშვით გამოვასწოროთ და უფრო უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. დუბლი შევასრულე და რა თქმა უნდა გახარებული ვარ. სასიხარულოა, როდესაც შენი გუნდისთვის გოლის გატანას ახერხებ, ამავდროულად ბომბარდირთა დავაშიც წინ წავიწიე. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლებით გამოვცხადდები. იმედი მაქვს ეგვიპტესთან თამაშის საშუალება მომეცემა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაში ჩემს წვლილს შევიტან.