• Geo
  • Eng
16.11.2012
დინამო vs კოლხეთი – ურთიერთშეხვედრები

კვირას 18 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში, დინამო თბილისი ფოთში, ფაზისის სტადიონზე ადგილობრივ კოლხეთს დაუპირისპირდება.
გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში ორმოცდაათი მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა ოცდაცამეტ შემთხვევაში იმარჯვეს, ათი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო შვიდი მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 113/36 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება, ანგარიშით 6–1 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5–1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4–0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5–0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც 2 სექტემბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა, ჩვენი გუნდის უხვგოლიანი გამარჯვებით ანგარიშით 5–0 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები მიკელ ალვარომ, ლევან ხმალაძემ და ჯაბა დვალმა (ჰეთ–თრიქი შეასრულა) გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024