მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ეგვიპტის ნაციონალურ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. თემურ ქეცბაიამ ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული სამივე დინამოელი – გიორგი ლორია, ირაკლი ძარია და ჯაბა დვალი ათამაშა. ჯვაროსანთა თავკაცმა ჩვენი გუნდისა და საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი, ჯაბა დვალი შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე, ირაკლი ძარია კი მატჩის 76–ე წუთზე შეცვალა.