უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართეს. ფაზისზე გამართული მატჩი თბილისელმა ფეხბურთელებმა 2:0 მოიგეს. გატანილი გოლებით ესპანელი ფეხბურთელები, მიკელ ალვარო და ჩისკო გამოირჩნენ. დუშან უჰრინის შეგირდებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობენ.
კოლხეთი 0:2 დინამო
გოლები: 0:1 ალვარო 45’
0:2 ჩისკო 72’
კოლხეთი: მიქაბერიძე, კილასონია, ფარულავა, ტყეშელშვილი (ცხვიტარია 68’), გაბუნია, გოგონაია, ქებაძე (ბუხაიძე 75’), დათუნაიშვილი, კობერიძე, კრასოვსკი (წაბრია 44’), კვანტალიანი
დინამო: ლორია, ხიზანეიშვილი, კვარაცხელია, გლიშიჩი, სეთურიძე, ალვარო, ძარია, მერებაშვილი (რობერტინიო 86’), ჩისკო (კვეკვესკირი 87’), დვალი (ვოსკობოინიკოვი 82’) ხმალაძე