• Geo
  • Eng
17.11.2012
ჩვენი მეტოქე – კოლხეთი
ვირას, ეროვნული ჩემპიონატის XV ტურის შეხვედრას დინამოელები სტუმრად, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იხილავთ.
რივე გუნდისთვის ხვალინდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სხვადასხვა პოლუსებზე მყოფი დინამო და კოლხეთი ფაზისზე ქულათა მარაგის გაზრდისთვის იბრძოლებენ. ცხრილის სათავეში მყოფი თბილისელები მორიგი სამი ქულის მოპოვებასა და ლიდერის პოზიციის გამყარებას შეეცდებიან. ცხრილის კიდეში მყოფი კოლხეთისთვის კი დედაქალაქელებთან მატჩი დამატებითი მოტივატორია და საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს დათმობენ.
ურჯ–თეთრები ეროვნულ ჩემპიონატში ფოთის კოლხეთს დღემდე 50–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დინამოელები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ – 33 მოგება, 10 ფრე, 7 მარცხი, ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 113:36 არის.
ვალინდელ შეხვედრას გუნდები განსხვავებული განწყობით ხვდებიან. მასპინძლებს მიმინდარე ჩემპიონატში არ მოუგიათ, ბოლო ქულის აღება კი რვა ტურის წინ მოახერხეს, როდესაც საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოსთან ფრედ – 1:1 ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩი დინამო არენაზე გამართა და ბათუმის დინამოსთაბ ორბურთიანი სხვაობით – 5:3 იმარჯვა.
როვნული ჩემპიონატის გასულ სეზონში ფოთში გამართული კოლხეთი – დინამო ჩვენი გუნდის მინიმალური მარცხით – 1:2 დასრულდა. 12 მაისს გამართულ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლის გატანა ჩისკო მუნიოსმა მოახერხა, რომელიც კვლავ ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს და მეტიც, თანაგუნდელი ჯაბა დვალის შემდეგ, რომელსაც 12 ბურთი აქვს გატანილი, თანამემამულე დინამოელ, მიკელ ალვაროსთან ერთად ბომბარდირთა დავაში 8 გატანილი ბურთით მეორე ადგილზე იმყოფება.
ბილისელი ფეხბურთელებისთვის ხვალინდელ შეხვედრაში დამაკმაყოფილებელ შედეგად მხოლოდ გამარჯვება ჩაითვლება. სატურნირო ცხრილში ასებული მჭიდრო ვითარებიდან გამომდინარე დინამოელებს ერთპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად და მდევრებთან სხვაობის გასაზრდელად მხოლოდ მოგება სჭირდებათ. თავის მხრივ კოლხეთი წაგებათა შვიდმატჩიანი სერიის შეწყვეტას შეეცდება.
ნტერესს იწვევს თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი კოლხეთი პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
მიქაბერიძე, დათუნაიშვილი, გაბუნია, ფარულავა, ცხვიტარია, გოგონაია, კრასოვსკი, ქებაძე, ცხადაია, პავლიაშვილი, ღუჭაშვილი
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024