დღეს, დინამოს აკადემიის 2002 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილი მოზარდი დინამოელები ჩემპიონის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ოთხბურთიანი სხვაობით – 8:4 სძლიეს. მოზარდ დინამოელთაგან ორ–ორი გოლი გაიტანეს ზურაბიანმა, ერაძემ და ხვედელიძემ. თითო გატანილი გოლით კი მზეკალავა და ხორავა გამოირჩნენ.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოს აკადემიის 2002 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ბარავი, მზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, აბუაშვილი, გოდერძიშვილი, ზურაბიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ერაძე, ბექაური, ხორავა, შიუკაშვილი, ბეგაშვილი, ხვედელიძე