• Geo
  • Eng
13.10.2013
დინამო–2 ტყიბულში მოიგო

პირველი ლიგის მორიგი კალენდარულ შეხვედრაში დინამო–2 ტყიბულში ადგილობრივ მეშახტეს დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და თბილისელი ფეხბურთელების გამრჯვებით – 2:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველ ტაიმში გუნდები უპირატესობის მოსაპოვებლად ძირითადად მოედნის ცენტრში იბრძოდნენ. პირველი 45 წუთი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარი გუნდებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და სახიფათო ეპიზოდებიც ორივე კართან მრავლად შეიქმნა. დაპირისპირების 51–ე წუთზე დინამოელები გაშვებული ბურთისგან გიგა სამხარაძემ იხსნა, რომელმაც ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია. მატჩის 53–ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გოლის თავური დარტყმით ბაგრატ კოღუაშვილმა გაიტანა. დინამოელებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს, შეხვედრის 60–ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში ნიკა დიასამიძემ გოლით დაასრულა. შეხვედრის საფინალო ანგარიში კი 75–ე წუთზე დაფიქსირდა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან ნიკა დიასამიძემ მეტოქის საჯარიმოში უმეთვლყურეოდ დატოვებულ ბუბა რუხაძეს ჩაუწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუპოვა. შეხვედრის უკანასკნელი წუთები მეტად დაძაბულად წარიმართა, გოლის გატანის შანსი დინამოელების მსგავსად მასინძლებსაც შეეძლოთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მეშახტე 1:2 დინამო–2

გოლები: კოღუაშვილი 53’ 1:1 დიასამიძე 60’ 1:2 რუხაძე 75’

 

მეშახტე: მემარნიშვილი, ჯანგიძე, კოღუაშვილი, ჭანკვეტაძე, ხარაბაძე  (ჯიშიაშვილი 87’)1, გიორგაშვილი (დიაკონიძე 75’), სანიკიძე, გვენეტაძე, ჟღენტი, კილაძე, გაბრიჭიძე,

დინამო–2: ტყეშელაშვილი, ბაჩიაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, სამხარაძე, სარიშვილი, კიტოვანი (საბა ლობჟანიძე 43’), მახარობლიძე, ჯიშკარიანი (რუხაძე 70’), დიასამიძე, მათიაშვილი (ზივზივაძე 58’), შერგელაშვილი

 

გაფრთხილება: კილაძე 9’, ჟღენტი 60’, გვენეტაძე 90+3’ – სარიშვილი 25’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024