პირველი ლიგის XIV ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ჭიათურაში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის მეორე წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. 28-ე წუთზე კი დინამოელებმა მორიგი გოლის გატანა მოახერხეს, ამჯერად თავი ვახტანგ ფოცხვერიამ გამოიჩინა. ამ გამარჯვების შემდეგ დინამოელებმა 30 ქულით პირველი ლიგის A ჯგუფის მესამე საფეხურზე გადაინაცვლეს.
დღევანდელ მატჩში თბილისელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
ჭიათურა 0:2 დინამო
გოლები:
0:1 ზივზივაძე 2'
0:2 ფოცხვერია 28'
დინამო–2: ხაინდრავა, კაკულია, ხოჭოლავა, გაგნიძე, ტვილდიანი, პაპავა, ჯიღაური, პარუნაშვილი, ლექვთაძე (რუხაძე 10'), ფოცხვერია (ჭეჭელაშვილი 83’), ზივზივაძე (გაბაშვილი 80’)