სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. XV ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი – ოთარ ხიზანეიშვილი და მიკელ ალვარო შეიყვანა.. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრები ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია და გივი კვარაცხელია გახდნენ. ტურის ფეხბურთელად კი დინამოელი – ჩისკო მუნიოსი დასახელდა