შაბათს 24 ნოემბერს დინამო არენაზე მეთექვსმეტე ტურის და საერთოდ პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.
24 ნოემბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში სულ ოთხი მაჩი აქვს ჩატარებული. სამი ეროვნულ ასპარეზზე და ერთიც სსრკ– ს ჩემპიონატში. 1994 წელს დინამომ თერჯოლაში ადგილობრივი საპოვნელა დიდი ანგარიშით 5–2 დაამარცხა. იაშვილის და ყაველაშვილის დუბლებს ერთი გოლიც შელიამ მიამატა. 2001 წელს თბილისის ლოკომოტივთან ჩატარებული მატჩი უგოლოდ 0–0 დასრულდა. 2007 წელს ჩვენი გუნდი ისევ ლოკომოტივს დაუპირისპირდა და მერებაშვილის დუბლით 2–1 აჯობა.
1939 წელს დინამო თბილისმა ლენინგრადელ სეხნიებს უმასპინძლა და 4–1 დაამარცხა მეტოქე. მატჩში თავი ჯეჯელავამ (ორჯერ), პაიჭაძემ და ბერეჟნოიმ გამოიჩინეს.