დინამოში 25 წლის განელი მცველი, დანიელ ადო ისინჯება. 187 სმ სიმაღლის მცველმა კარიერა სამშობლოში, საფეხბურთო კლუბ მედეამაში დაიწყო. დანიელ ადოს ევროპული დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, განელმა მცველმა თურქეთის სუპერლიგის გენჩლერბირლიგში 19 შეხვედრა ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მისი უკანასკნელი კლუბი კი ისრაელის ჩემპიონატის ჰაპოელ ფეთაჰ ტიკვა იყო.