• Geo
  • Eng
23.11.2012
ჩვენი მეტოქე – დილა

ინამო არენაზე XVI ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამოელები გორის დილას უმასპინძლებენ. 24 ნოემბერს შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

შვიათი გამონაკლისების გარდა, ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში დინამოელები გორელ მეტოქეს მუდმივად ამარცხებდნენ. აქამდე ჩატარებულ 46 მატჩში დედაქალაქელებმა 6–ჯერ ითამაშეს ფრედ, ერთ შეხვედრაში დამარცხდნენ, 39 დაპირისპირება კი თბილისელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა – 136:22. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამოელებმა მეტოქე 2005 წლის 22 მაისს დაამარცხეს, შეხვედრა 9:0 დასრულდა.

ურჯ–თეთრები უახლოეს მდევართან შეხვედრაში ორქულიანი სხვაობის გაზრდასა და მორიგი სამი ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებენ. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში პოზიციების გასამყარებლად უშუალო კონკურენტის დამარცხებას შეეცდება.

ღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დინამოელებს საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ. 7 საშინაო მატჩი და 7 გამარჯვება, ბურთების შეფარდება 30:8 არის. პრინციპული თამაშის წინ თბილისელ ფეხბურთელებს ზურგს შთამბეჭდავი საშინაო სტატისტიკური მონაცემები უმაგრებს. მეტოქეს კი ბოლო 11 შეხვედრა აქვს მოგებული. მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანეს, საპასუხოდ კი ერთი ბურთი მიიღო. საინტერესოა, თუ რომელ ფეხბურთელებზე შეაჩერებს არჩევანს დილას თავკაცი. გორელთა სასტარტო თერთმეტეული სავარაუდოდ ასეთი იქნება:

სკენდერი, ონიანი, კვირკველია, სალუქვაძე, თომაშვილი, არზიანი, გურული, კახელიშვილი, ბეჭვაია, ლეონარდო, ნათან ჟუნიორი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024