დინამოს აკადემიის U14 გუნდი აზერბაიჯანში იმყოფება. დღეს მოზარდმა დინამოელებმა გაბალას თანატოლთა გუნდთან ისპარინგეს და ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მაშინ როდესაც თბილისელი მოთამაშეები 2:0 იგებდნენ, მეკარე ისიანმა პენალტის მოგერიება მოახერხა. გატანილი გოლებით რატი არდაზიშვილი და გიორგი გოგილაშვილი გამოირჩნენ. მომდევნო, რიგით მეორე შეხვედრას დინამოელები 24 ნოემბერს ასევე გაბალასთან გამართავენ.
დინამო: ისიანი, ზარნაძე (ქაფიანიძე), ყურშავიშვილი, კობოური (ლოსეურაშვილი), აბუთიძე, თიგიშვილი (თაგვაშვილი), არდაზიშვილი (კუცია), სეიდოვი (მალაზონია), პაპაშვილი (ფოჩხუა), გოგილაშვილი (მარინაშვილი), ნინუა