• Geo
  • Eng
24.11.2012
აკადემიის U14 გუნდი შინ გამარჯვებული ბრუნდება

აზერბაიჯანში მყოფი დინამო აკადემიის U14 გუნდი შინ გამარჯვებული ბრუნდება. ლევან გვანცელაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც მოახერხა გაბალას ასაკობრივი გუნდის დამარცხება. ამჯერად თბილისელმა ფეხბურთელებმა 1:0 იმარჯვეს.

ქავთარაძე (ისიანი), ზარნაძე (თიგიშვილი), ყურშავიშვილი (ქაფიანიძე), ნინუა, კობოური (პაპაშვილი / კუცია), აბუთიძე, გოგილაშვილი (მალაზონია), ყურაშვილი (მირიანაშვილი), სეიდოვი, არდაზიშვილი (თაგვაშვილი), ფოჩხუა

გოლი: არდაზიშვილი

ლევან გვანცელაძე – წინა თამაშთან შედარებით ეს შეხვედრა გაცილებით უკეთესად ჩავატარეთ. ჩვენსა და მეტოქეს შორის სხვაობა იმაზე დიდი იყო, ვიდრე შეხვედრაში დაფიქსირებული საფინალო ანგარიში. დიდი უპირატესობა გვქონდა, ფეხბურთელებმა ზედმიწევნით შეასრულეს მათზე დავალებული ამოცანა. მიმაჩნია, გაბალასთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი სამომავლოდ ჩვენს გუნდს სასიკეთოდ წაადგება, ფეხბურთელებმა გარკვეული გამოცდილებაც შეიძინეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024