დუბლშემადგენლობათა გათამაშების XVI ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, გორის დილასთან გამართეს და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდნენ. თბილისელმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. მარცხენა ფლანგიდან კონსტანტინე ხიზანეიშვილის აქტიურობას გორელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი მოჰყვა. მესამე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან კი ალექსანდრე რეხვიაშვილმა დაარტყა ზუსტად – 1:0
სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მეოცე წუთზე მოახერხეს, გოლი სარდალიშვილმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი შეხვედრის საფინალო ანგარიში გორელიშვილმა დააფიქსირა – 1:2
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
ხაინდრავა, საბაძე, კაკაბაძე, სამხარაძე, ხიზანეიშვილი (მელიქიძე 15’), რეხვიაშვილი, ლობჟანიძე (კიტოვანი 46’), პაპუნაშვილი (მაჭავარიანი 66’), მუმლაძე (ნიკურაძე 78’), მათიაშვილი, წილოსანი
გაფრთხილება: საბაძე, მელიქიძე, მუმლაძე