დინამო თბილისისა და ვიტ ჯორჯიას დღევანდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის. დავით ხარიტონაშვილმა უკანასკნელად რუსთავის მეტალურგისა და დინამო ბათუმის შეხვედრა იმსაჯა, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი (ერთი მეტალურგი – სამი დინამო ბათ.) ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს სექტემბერში, ჩიხურასთან ფრედ დასრულებული შეხვედრა განსაჯა. ხსენებულ მატჩში დავით ხარიტონაშვილს ორი ყვითელი ბარათის (ერთი ჩიხურა – ერთი დინამო) ჩვენება მოუწია.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
დავით ხარიტონაშვილი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 70 თამაში / 233 ყვითელი / 9 წითელი / 14 პენალტი
პირველი ლიგა - 7 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი - 11 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ჩემპიონთა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი