პირველი ლიგის XV ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, რაჭის წინააღმდეგ გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თბილისელთა შემადგენლობიდან ორი გატანილი გოლით ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა.
დინამო–2: ხაინდრავა, კაკულია, კაკაბაძე, ხოჭოლავა (ხიზანეიშვილი 51’), მანაგაძე, მუმლაძე, ჭეჭელაშვილი, რუხაძე (ჯავახიშვილი 73’), ფოცხვერია (წილოსანი 82’), ზივზივაძე, გაბაშვილი
გოლები: 0:1 ზივზივაძე 20’
0:2 ზივზივაძე 26’